სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში არპინე სარგსიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-ს ესტუმრა.
აკადემიაში ვიზიტისას სტუმრებისთვის მოეწყო ტური, რომლის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
დელეგაციის წევრები „112"-ში სტუმრობისას კი ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის სისტემას. მათ ასევე, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ დანაყოფების საქმიანობის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უწყების სხვა დანაყოფებსაც მოინახულებს.